მიზანი და საქმიანობის მიმართულებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის — Regional Empowerment for Democracy (RED)“ დაარსდა 2018 წლის 8 თებერვალს ქალაქ ქუთაისში.

ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში არსებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას — დემოკრატიული და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებით, ადამიანის უფლებების დაცვითა და კონფლიქტების დეესკალაციით.

ვზრუნავთ პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაზე: ვახორციელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების მონიტორინგს და ხელს ვუწყობთ ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას.

ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივიზმის ჩამოყალიბებაზე ფორმალური და არაფორმალური განათლების გამოყენებით.

საქმიანობის მიმართულებები

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება01
სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერება02
დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და განმტკიცება03
ფორმალური და არაფორმალური განათლება04

საქმიანობის ფორმები

  • საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობა: ტრენინგები, ლექციები, სემინარები
  • სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობა, ბლოგები და კრებულები
  • გრანტების მიღება და გაცემა
  • ახალგაზრდების ჩართვა საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში
  • საკონსულტაციო სერვისები
  • ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა
  • თანამშრომლობა თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან
  • სამოქალაქო განათლების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
  • თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
  • ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება
  • პოლიტიკური ორგანოების მონიტორინგი
  • არჩევნების მონიტორინგი და შეფასება
  • სამოქალაქო და საქველმოქმედო აქციებში ჩართვა
  • დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა